Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 500-700 გრ ნიგოზი
- 2 კგ ფხალი
- 200 გრ ქინძი
- 100 გრ ოხრახუში
- 1 თავი ხახვი
- 6 კბილი ნიორი
- 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
- 1/2 ჩაის კოვზი წითელი ბულგარული წიწაკა
- მარილი გემოვებით
- 1 ჩაის კოვზი ძმარი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- 2 კილო ფხალზე 500-700 გრამი ნიგოზი გვჭირდება. გატარებული ნიგოზი, ნიორი, წითელი წიწაკა, ქინძი და ოხრახუში . ოთხივე ფხალის მომზადების დროს გვჭირდება. აგრეთვე ყვითელი ყვავილი, წვრილად დაჭრილი 1 თავი ხახვი.
- შეგიძლიათ მხოლოდ პრასის მომზადების დროს არ დაუმატოთ ყვითელი ყვავილი. ისპანახს არ ვუმატებ ხახვს ბადრიჯანს ვუმატებ აუცილებლად წვრილად დაჭრილ ნიახურს და ცოტა მიხაკ-დარიჩინს. მარილი გემოვნებით და ცოტა ძმარი.
ეს ენატრება ყველა ქართველ იმიგრანტს!