Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 4 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 200 გრამი დამდნარი მარგარინი ან კარაქი(მარგარინით უფრო ფუმფულა გამოდის), 500 გრამი მაწონი, სოდა–ძმრით, ვანილი, 3 ჭიქა ფქვილი. ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის. ცხიმწასმულ ფორმაში ჯერ ჩაასხით ცომის ნახევარი,გადაუსვით ნებისმიერი ჯემი,მე გახეხილი შინდით მოვამზადე,ზემოდან მოასხით დარჩენილი ცომი. შედგით გახურებულ ღუმელში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
- ზემოდან მოვასხი მინანქარი-4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო, 50 გრამი კარაქი, 100 გრამი შაქარი, 1 სუფრის კოვზი წყალი, ყველაფერი კარგად აურიეთ და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ნამცხვარს მოასხით ცხელი მინანქარი.