Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 4 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 200 გრამი დამდნარი მარგარინი ან კარაქი(მარგარინით უფრო ფუმფულა გამოდის), 500 გრამი მაწონი, სოდა–ძმრით, ვანილი, 3 ჭიქა ფქვილი. ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის.
- ცხიმწასმულ ფორმაში ჯერ ჩაასხით ცომის ნახევარი, მოაწყვეთ გალეჩილი გარგარი, შემდეგ ისევ მოასხით დარჩენილი ცომი და ზემოდან ისევ გარგარი
- გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე
ზუსტად ასე გამოვაცხე და საერთოდ არ აიწია 🙁 რატოო ? ????
ანო, ცხელი ხომ არ ჩაასხით ცხიმი, ამ დროს შეიძლება კარგად არ ამოვიდეს ბისკვიტი.ან ფქვილი ვადაგასული ხომ არ იყო.სოდა-ძმრით ან გამაფხვიერებელი აუცილებელია. ვერ გეტყვით. მე სულ ამ რეცეპტით ვაცხობ და ყოველთვის ამოდის კარგად და სხვებიც მადლობას მეუბნებიან.
ძალიან კარგი გამოვიდა????თან მაწონი არ მქონდა მოცემულ მომენტში და მაინც საოცრად კარგი იყო????მადლობა რეცეპტისთვის
გაიხარეთ <3