Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 500 გრ ფქვილი
- 10 გრ საფუარი
- 4 სუფრის კოვზი შაქარი
- მწიკვი მარილი
- 2 ცალი კვერცხი
- 200 მლ რძე
- 200 გრ დარბილებული კარაქი
- 200 გრ შავი შოკოლადი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- მოვზილოთ ცომი- ფქვილი, საფუარი, მარილი, შაქარი, 1 ცალი კვერცხი, რძე თბილი, მოვზილოთ უხეში ცომი, დავამრგვალოთ, დავტოვოთ ნახევარი საათით და ისევ გადავზილოთ.
- შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი გადავუსვათ 100 გრამი დარბილებული კარაქი, გადავკეცოთ შუაზე და გავიყვანოთ სიგრძზე. შემდეგ დავკეცოთ კონვერტისებურად შევახვიოთ პლასტიკში და შევინახოთ მაცივარში 40 წუთის განმავლობაში
- შემდეგ იგივე გავიმეოროთ -ცომი გავაბრტყელოთ, გადავუსვათ კიდევ 100 გრამი კარაქი გადავკეცოთ, შევახვიოთ, შევინახოთ კიდევ 40 წუთი მაცივარში
- 40 წუთის შემდეგ გამოვიღოთ ცომი, გავაბრტყელოთ ისევ სიგრძეზე, უკვე ცხიმის გარეშე გადავკეცოთ ისევ, შევახვიოთ და შევინახოთ ისევ 40 წუთი მაცივარში. ამის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ ცხობა
- ცომი გაყოთ 3 ნაწილად გავბრტყლოთ 1 სმ სიგანეზე.დავჭრათ ტოლ სამკუთხედებად ფა გადავახვიოთ თავზე გადავუსვათ კვერცხის გული ცოტა რძეში გახსნილი
- საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ საცხობ ქაღალდი ან წაუსვით ზეთი ვაცხობთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში
- მე შოკოლადი ჩავუდე გულში თქვნი სურვილით შეიძლიათ მოამზადოთ ყველით, ლორით ჯემით..
ეს მომენატრა! პარიზი გამახსენდა! 🙂
რა კარგი იყო..