Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 1 კგ ხორცი
- 500 გრ სტაფილო
- 1 კგ თეთრი ხახვი
- მარილი გემოვნებით
- შავი პილპილი გემოვნებით
- ძირა გემოვნებით
- 1 თავი ნიორი
- 200 მლ ზეთი
- 400 გრ ბრინჯი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- ცხიმიანი ხრცი უხდება. მე საქონლის ხორცით მოვამზადე. სქელძირიან ქვაბში ვასხამთ ზეთს, კარგად უნდა გაცხელდეს, ჩავყაროთ ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი. ვურიოთ დროდადრო,კარგად უნდა მოიშუშოს, არ დაიწვას ხახვი, კარგი ოქროსფერი უნდა იყოს, შემწვარი ხახვის ფერზეა შემდეგ მომზადებული ფლავის ფერი დამოკიდებული. შემდეგ ვუმატებთ საშუალო ნაჭერებად დაჭრილ ხორცს, ვურევთ დროდადრო,15 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ ვამატებთ გრძელ ჩხირებად დაჭრილ სტაფილოს და ვშუშავთ კიდევ 15 წუთი. დაუმატეთ გემოვნებით მარილი, პილპილი, ცოტა ძირა. ნივრის მთლიან თავს ბოლო ცოტა მოაჭერით და ისე ჩადეთ ქვაბში მთლიანად. 1 კგ ხორცზე 1-2 თავი ნიორი საკმარისია. დავასხათ 4 ჭიქა წყალი და ავადუღოთ 1 საათის განმავლობაში.
- შემდეგ დავაყაროთ გარეცხილი ბრინჯი. დავასხათ ადუღებული წყალი, ისე,რომ ბრიჯი დაიფაროს. შეამცირეთ ტემპერატურა და დატოვეთ გაზზე 30-40 წუთი ბრინჯის მოხარშვამდე. ქვაბში წყალი მთლიანად უნდა ამოშრეს.
- უზბეკეთის ბევრ ოჯახში ფლავს უმატებენ 100 გრამ ქიშმიშს, სტაფილოს როცა ამატებენ მაშინ უმატებენ ქიშმიშს., რაც ფლავს განსაკუთრებულ გემოს აძლევს.
პრემიუმ კლასის დიასახლისია ჩვენი თამრიკო.
ძალოან დიდი მადლობა ნინო. გაიხარეთ!