Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 1 შეკვრა ტირამისუს ჩხირები
- 1 ლიტრა ნაღები -"პრეზიდენტი"
- 500 გრ ნაღების ყველი- "მასკარპონე"
- 6 სუფრის კოვზი შაქარი
- 100 გრ რომი
- 50 გრ ნუშის ლიქიორი
- 1 ჩაის ჭიქა ორმაგი ყავა- "ესპრესო"
- 50 გრ კაკაო
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- 3 კვერცხის გული და 6 სუფრის კოვზი შაქარი კარგად ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ დაუმატგეთ ნაღების ყველი- მასკარპონე, ხის კოვზით კარგად აურიეთ, ცალკე ათქვიფეთ 1 ლიტრა ნაღები, როცა აფუმფულდება დაუმატეთ კვერცხიან მასას, კარგად შეერიოს ერთმანეთში. ცალკე ვამზადებთ დასანამ სიროფს-რომი, ლიქიორი და ყავა შეურიეთ ერთმანეთს.
- უმჯობესია ტირამისუ ააწყოთ ღრმა ჭურჭელში სათითაოდ კარგად დავნამოთ ჩხირები და მჭიდროთ ჩააწყვეთ ჭურჭელზე, შეავსეთ, გადაუსვით კრემი, გაიმეორეთ სანამ არ გამოგელევათ ჩხირები და კრემი. თავზე მოაყარეთ მუქი ფერის კაკაო. სიროფი და კრემი კარგად რომ გაუჯდეს ჩხირებს უმჯობესია დესერტი მთელი ღამე მაცივარში გააჩეროთ და მეორე დღეს მიირთვათ.
tamri cilas ar xmaroob?