Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 1 კგ საქონლის ხორცი
- 4 თავი ხახვი
- 6 კბილი ნიორი
- 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
- 1 ჩაის კოვზი ხარჩოს სუნელი
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი
- 150 გრ ბრინჯი
- 50 გრ ქინძი
- მარილი გემოვნებით
- პილპილი გემოვნებით
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- კარგად მოხარშეთ ცხიმიანი ხორცი, შემდეგ გადაწურეთ ნახარში და თუ ძვლიანი ხორცია, აუცილებლად გაწურეთ. ნახარშს მოხადეთ ცხიმი და ხორცი თავის ცხიში მოშუშეთ წვრილად დაჭრილ ხახვთან და ნიორთან ერთად.
- მოშუშულ ხორცს დაუმატეთ თითო-თითო ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი, ხარჩოს სუნელი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა, მარილი გემოვნებით, კარგად აურიეთ, დაასხით ხორცის ნახარში და წამოადუღეთ, დაუმატეთ 2-3 დაფნის ფოთოლი, ჩაყარეთ ბრინჯი და ადუღეთ ბრინჯის მოხარშვამდე. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ქინძი.