სტაფილოს კექსი
პორცია სამზადისის დრო
1ცალი 1საათი
პორცია სამზადისის დრო
1ცალი 1საათი
ინგრედიენტები
ინსტრუქცია
  1. 5 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი ,მწიკვი მარილი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ ვანილი, 1 ცალი გამდნარი კარაქი ან მარგარინი ან ჭიქანახევარი ზეთი, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი ან სოდა-ძმრით, 1 ჭიქა მსხვილად დაჭრილი ნიგოზი ან თხილი ,1 ჭიქა ქიშმიში, წვრილ სახეხზე გახეხილი 3-4 ჭიქა სტაფილო, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი და დარიჩინი, თუ არ გიყვართ დარიჩინის გემო არ დაუმატოთ .2 ჭიქა ფქვილი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. 45 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ შაქრის პუდრა.
Please follow and like us: