ფენოვანი ცომი – 200 მგ ახალგახსნილი ლუდი, 1 ცალი მარგარინი ოთახის ტემპერატურის, მწიკვი მარილი, 2 ჭიქა ფქვილი. ვზელთ ცომს და იმ წუთას შეგიძლიათ დააცხოთ. ადვილია.
გულსართი – 3 კონა მწვანე ხახვი და 3 შეკვრა ტარხუნა, უხეში ნაწილები არ უნდა, დავჭრათ, მოვთუშოთ ზეთში. ცალკე მოვხარშოთ 1 ჭიქა ბრინჯი და შევურიოთ ტარხუნიან მასას. მარილი გემოვნებით.
“ჟარონას” წაუსვით ზეთი, გააბრტყელეთ ცომის ნახევარი, დაადეთ გულსართი, შემდეგ დააფარეთ გაბრტყელებული ცომის მეორე ნახევარი, ზემოდან ჩანგლით დაჩხვლიტეთ და შედგით ღუმელში. ცხვება 170 გრადუსზე.