Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 250 გრ მარგარინი
- 200 მგ ლუდი
- 400 გრ პურის ფქვილი
- 1 მწიკვი მარილი
- 200 გრ მწვანე ხახვი
- 200 გრ ტარხუნა
- 200 გრ ბრინჯი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- ფენოვანი ცომი - 200 მგ ახალგახსნილი ლუდი, 1 ცალი მარგარინი ოთახის ტემპერატურის, მწიკვი მარილი, 2 ჭიქა ფქვილი. ვზელთ ცომს და იმ წუთას შეგიძლიათ დააცხოთ. ადვილია.
- გულსართი - 3 კონა მწვანე ხახვი და 3 შეკვრა ტარხუნა, უხეში ნაწილები არ უნდა, დავჭრათ, მოვთუშოთ ზეთში. ცალკე მოვხარშოთ 1 ჭიქა ბრინჯი და შევურიოთ ტარხუნიან მასას. მარილი გემოვნებით.
- "ჟარონას" წაუსვით ზეთი, გააბრტყელეთ ცომის ნახევარი, დაადეთ გულსართი, შემდეგ დააფარეთ გაბრტყელებული ცომის მეორე ნახევარი, ზემოდან ჩანგლით დაჩხვლიტეთ და შედგით ღუმელში. ცხვება 170 გრადუსზე.