Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 10 ცალი კვერცხი
- 400 გრ შაქარი
- 300 გრ კარაქი
- 20 გრ ვანილი
- 1 ცალი შესქელებული რძე
- 10 სუფრის კოვზი ფქვილი
- 4 სუფრის კოვზი კონიაკი
- 500 გრ ჟოლო, ალუბალი, კენკრა
- 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- ვაცხობთ ჩვეულებრივად 10 კვერცხიან ტორტის ბისკვიტს კარგად ამოვიყვანოთ 10 კვერცხის ცილა, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 10 გრამი ვანილი, 10 სუფრის კოვზი შაქარი, 6 კვერცხის გული, 4 კვერცხის გული შეინახეთ კრემის მოსამზადებლად, ბოლოს გამორთეთ მიქსერი და ხელით ნაზად შეურიეთ გაცრილი 10 სუფრის კოვზი ფქვილი. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში ცხიმწასმულ ფორაში 180 გრადუსზე.
- სამეფო კრემი 4კვერცხის გული(შეინახეთ ბისკვიტის მომზადების დროს,ანუ ბისკვიტს დაუმატეთ 6 კვერცხის გული), 100 გრ შაქარი, 1 ცალი ჩვეულებრივი შედედებული რძე, ყველაფერი ერთად სქელძირიან ქვაბში სწრაფი მორევით მივიყვანოთ ადფუღებამდე და გამოვრთოთ, ცხელში ვუმატებთ 10 გრამ ვანილს და 1 სუფრის კოვზ ხსნად ყავას კრემი უნდა გაცივდეს კარგად. ცალკე ამოვიყვანოთ 300 გრამი კარგი ხარისხის კარაქი, შევურიოთ ნელ-ნელა ამოყვანილ კარაქს გაცივებული კრემი
- გაცივებული ბისკვიტი გაჭერით 2 ნაქწილად სიგრძეზე, კარგად დანამეთ სამივე ფენა კონიაკიანი ტკბილი ჩაით ან ჟოლოს წვენში გაურიეთ კონიაკი.კონიაკის გემო უნდა იგრძნობოდეს. ყველა ფენას გადაუსვით ბლომად კრემი,,პირველ ფენაზე დავაფინე ალუბლები,მეორე ფენაზე კენკრა და ჟოლო,ბოლოს გადაუსვიტ კრემი და მოასხით მინანქარი, გააფორმეთ თქვენი სურვილით.
- მინანქარი-4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო, 50 გრამი კარაქი, 100 გრამი შაქარი, 1 სუფრის კოვზი წყალი, ყველაფერი კარგად აურიეთ და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე.
სასწაულიააააა
ნათია, შენი რეცეპტები გამოგზავნე, საინტერესოა!
არ დაგავიწყდეს რა უნდა გამასინჯო აგვისტოში 😀
კ. ქუშაშვილი
გამოგზავნე რამე გემრიელი
გაიხარე ჩემო ნათი
ძალიან მაგარია! საზაფხულო, მთაშიც და ზღვაზეც!