ინსტრუქცია
- ფქვილს დაუმატეთ მარილი, კარაქი, თუ სამარხოს ამზადებთ, კარაქი ჩაანაცვლეთ მარგარინით. დაუმატეთ შაქარი,თუ უფრო ტკბილი გნებავთ, 150-200 გრამი შეგიძლიათ დაუმატოთ. დაუმატეთ ვანილი, მოვზილოთ ცომი.

- დიდხანს არ ჭირდება ზელვა. მთავარია კარგად შეერიოს ერთმანეთს ყველაფერი. თუ გნებავთ ნახევარ ცომს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კაკაო. ფხვიერი ცომია. ცომი გაახვიეთ საკონდიტრო ცელოფანში და შედგით მაცივარში 2 საათის განმავლობაში.

- გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გააბრტყელეთ და დაჭერით სასურველ ფორმებად. გააფორმეთ თქვენი სურვილით. თუ ცომი ძალიან ფხვიერია და იშლება, დაუმატეთ ცოტა რძე.

- გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.



