Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 10 ცალი კვერცხი
- 1,2 კილო შაქარი
- 3 კილო პურის ფქვილი
- 4 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი
- 1 ლიტრი რძე
- 250 გრ მარგარინი
- 250 გრ კარაქი
- 1 ჭიქა ზეთი
- 20 გრ შაქრიანი ვანილი
- 300 გრ ქიშმიში მუქი
- 200 გრ ცუკატები სურვილის მიხედვით
- ილი, დარიჩინი, მიხაკი, მუსკატის კაკალი გემოვნებით
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით საფუარი 4 სუფრის კოვზი და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, კარგად რომ აფუვდეს. რძის ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანია. საფუარი ცხელ რძეში არ გახსნათ. დაელოდეთ საფუარის მოქმედებას 15-20 წუთი.
- მეორე ნახევარ ლიტრ ცხელ რძეში გახსენით ცხიმი-მარგარინი, კარაქი და ნახევარი ჭიქა ზეთი. ჩააგდეთ პირდაპირ ცხელ რძეში კარაქი და მარგარინი
- ცალკე, 10 კვერცხის ცილა ამოიყვანეთ კარგად ოთახის ტემპერატურაზე კვერცხის ცილა უფრო კარგად ამოდის, დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი მარილი და კარგად აურიეთ.
- ცალკე, 10 კვერცხის გულისგან და დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს. დაუმატეთ 20 გრამი შაქრიანი ვანილი, კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე. არ არის აუცილებელი შაქარი ბოლომდე გაიხსნას. თუ უფრო ტკბილი გნებავთ შეგიძლიათ შაქარი დაუმატოთ. გოგლიმოგლს დაუმატეთ გამზადებული ბეზე და კარგად აურიეთ.
- ცალკე, დიდ თასზე დაყარეთ 3 კგ ფქვილი, დაასხით საფუარიანი და ცხიმიანი რძე, კარგად აურიეთ და შეზილეთ კვერციანი მასა. კარგად აურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი და კარგად მოზილეთ ცომი. 10 წუთის განმავლობაში, ასე პასკებს თავი არ დაუსკდება ცხობის დროს. ცომს ამოსასვლელად 6 საათი სჭირდება. ღამით მოზილეთ, შეფუთეთ თბილად და დილით უკვე მზად იქნება, ღამე ჩაზილვა არ სჭირდება. ცომის მოზელის დროს უნდა იყოთ კარგ განწყობაზე და მთელი სიყვარულით მოზილოთ ცომი, უნდა მოეფეროთ ცომს
- ცომს გადააფარეთ. და შეფუთეთ თბილად. გააჩერეთ 6 საათი. ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად, დაუმატეთ ქიშმიში თქვენი სურვილის მიხედვით. თუ გნებავთ ცუკატები,1 ცალი ლიმონის ცედრა, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, ილი, დარიჩინი და მიხაკი. ვისაც მიხაკის დარიჩინის გემო არ მოგწონთ, ნუ დაუმატებთ. სანელებლები თქვენი გემოვნებით დაუმატეთ. შეგიძლიათ კონიაკში დაათროთ სუნელები და ისე დაუმატოთ. მე პირდაპირ ვუმატებ.
- აიღეთ ფორმები, ჩაუფინეთ ქაღალდი, გვერდებზეც და წაუსვით ცხიმი. ცომს ფორმაში ვდებთ ნახევრამდე. თუ კარგი ამოსულია ცომი მესამედი ჩადეთ. ცხობისას 2-3-ჯერ იზრდება. მძიმე ცომია და ზოგჯერ უჭირს ამოსვლა კარგად. პასკას ცხობისას ძირი რომ არ დაეწვას, ძირზე ჯერ ფოლგა ჩაუფინეთ და შემდეგ ნამცხვრის ქაღალდი.
- ფორმაში ცომი გააჩერეთ კიდევ 6 საათის განმავლობაში. შემდეგ შედგით 150-160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. 1 საათის შემდეგ გამოაღეთ ღუმელი და ხის ჩხირით გასინჯეთ. როცა გამოცხვება, შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. თქვენი სურვილით შეგიძლიათ მორთოთ.
- შოკოლადის მინანქარი - 4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო,50 გრამი კარაქი,100 გრამი შაქარი, 2 სუფრის კოვზი წყალი.სქელძირიან ქვაბში მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე და შაქარი რომ გადნება მზად არის. თეთრი ფერის მინანქრისთვის თეთრ შოკოლადს ვადნობ წყლის აბაზანაზე ცოტა რძესთან ერთად,რომ ძალიან მშრალი არ იყოს. თეთრი მინანქარი აგრეთვე მიიღება შაქრის პუდრის და რძის ნაერთისგან.
- ნამდვილი პასკა უნდა იყოს არაფუმფულა.მძიმე და ნოტიო. მე არ ვუმატებ არც მაწონს-აფუმფულებს ცომს და არც არაჟანს- რა თქმა უნდა უხდება, მაგრამ აფხვიერებს ცომს და ორი დღის შემდეგ იფშვნება. პასკა გამოდის 8 - 10 ცალი .
- .
შენიშვნები რეცეპტზე
რჩევები
????????????????????????
გაიხარეთ <3
დიდი მადლობა ქალბატონო თამრიკო!❤
მეორე წელია თქვენი რეცეპტით ვაცხობ პასკას და ძალიან კარგი გამოდის.
გაიხარეთ! მრავალი წელი გეცხოთ ბედნიერად! <3
ქალბატონო თამრიკო,ძალიან მომწონს თქვენი რეცეპტი.მაგრამ მე როგორც ასაკოვანი ძველებურ ნამდვილი პასკის გამოცხობას გირჩევდით. ყველაფერი როგორც თქვენ გიწერიათ მხოლოდ კვერცხის გულით რომ გამოაცხო.მინდა რომ მოსინჯოთ.რადგან ეს ნამდვილი პასკის რეცეპტია.მადლობთ.
დიდი მადლობა.არა, მარტო კვერცხის გულით არ მომწონს. ესეც ძველი რეცეპტია <3
ქალბატონო თამრიკო ნოტიო თუ გამოდის თქვენი პასკა??? ფორთოხალი თუ დაატენიანებს ნეტა?
როგორიც უნდა იყოს პასკა ისეთი გამოდის. ბულკივით არაა.
უხდება კი.
ეს არის ყველაზე კარგი პასკის რეცეპტი❤მადლობა ქ-ნო თამრიკო❤❤❤
გაიხარეთ! დიდი მადლობა <3
ერთი ჭიქა ზეთი გიწერიათ რეცეპტში. რამდენ გრამიანია წიქა?
1 ჩაის ჭიქა როცა წერია, ყოველთვის იგულისხმება 200 მლ.
გამარჯობა. საღამოს რომ მოვზელთ და გავაჩერებთ ღამე 6 საათი, დილას კიდევ უნდა ჩავზილოთ და კიდევ 6 საათი გავაჩეროთ და მერე ფორმებში გადავიტანოთ, თუ დილითვე ფორმებში შეგვიძლია გადატანა?
დილამდე გააჩერებთ 6 საათი, შემდეგ ჩაზელთ და გადაიტანთ ფორმებში.
ფორმებში კიდევ 6 საათი გააჩერეთ.
მადლობა რეცეპტისთვის, ასეთ ექსპერიმენტზე რა აზრის ხართ, რომ კვერცხის რაოდენობა იყოს 8 +2 კვერცხის გული მხოლოდ.
ექსპერიმენტების წინააღმდეგი არ ვარ. თქვენი ნებაა.
მოგესალმებით, წელს თქვენი რეცეპტით გამოვაცხე პასკა. ნახევარი პორცია და კვერცხის გულის გოგლიმოგლი არ გამომივიდა. ვერ მოერია 5 კვერცხის გული შაქრის რაოდენობას. დახვრეშილი დარჩა. და ამ დროს რა უნდა გავაკეთო?
არ არის აუცილებელი შაქარი გაიხსნას კარგად. შეგიძლიათ ცილასთან ერთად ათქვიფოთ მაშინ ცოტა.
მოგესალმებით ქალბატონო თამრიკო.
საღამოს თუ 10 საათზე მოვზელ ცომს, დილით 4 საათზე უნდა ჩავზილო და გადავიტანო ფორმებში? 6 საათზე მეტი არ შეიძლება ცომის გაჩერება?
შეიძლება. 10 საათზე რომ დაიწყებთ საათზე მეტი დაგჭირდებათ.
გამარჯობა ქალბატონო თამრიკო,თქვენი პასკები ისეთი აქტუალურია და თან არ კარგავს ამ აქტუალობას,წელს მეც თქვენი რეცეპტის გამოყენება გადავწყვიტე.
ერთი კითხვა მაქვს,როგორ ფიქრობთ,მშრალი საფუარი სველით რომ შევცვალო რა ეფექტი ექნება(თუ გიცდიათ და მოგწონთ?) ასევე ერთ პორციაზე რამდენი უნდა გამოვიყენო სველი საფუარი?
დიდი მადლობა!აღდგომას გილოცავთ! მისი მადლი და ძალა გეწეოდეთ
დიდი მადლობა. მეც გილოცავთ.
პირადად მე მშრალს ვიყენებ. ისე ვინც იყენებს კმაყოფილები არიან.
სველი უნდა იყოს მშრალზე სამჯერ მეტი. ანუ 120 გრამი დაგჭირდებათ.
მადლობა დიდი!
გაიხარეთ <3
გამარჯობა ქალბატონო თამრიკო.წელს მინდა ვცადო თქვენი რეცეპტით პასკის გამოცხობა. კითხვა მაქვს ასეთი.კარაქით გამოცხობის შემთხვევაში, არაჟანი რამდენი გრამი იქნება ზომიერი? მრავალ აღდგომას დაესწარით .ჯანმრთელობა და მშვიდობა გქონოდეთ.
არაჟანი არ შედის ჩემს რეცეპტში.
თქვენც მრავალს დაესწარით.
????????????????????დიდი მადლობა ასეთი დეტალური აღწერისთვის ????????????????????
გაიხარეთ! მრავალს დაესწარით ბედნიერად <3
გამარჯობა, დროჟის ასაფუებლად საჭიროა თუ არა რძეში შაქართან ერთად ფქვილიც ჩავყაროთ და რამდენი? რეცეფტში არ არის მითითებული.
მე როგორც ვამზადებ ისე ვწერ, არ ვყრი ფქვილს.
მოგესალმებით ქალბატონო თამრიკო. მაინტერესებს სანელებლების ზუსტი პორციები თქვენი რეცეპტი ს მიხედვით , თუ არ შეწუხდებით ზუსტად რომ მითხრათ რამდენი გრამია საჭირო და მარგარინი 250 გრამიც კარაქით რომ შევცვალო თუ შეიძლება? წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
1/2 ჩაის კოვზ სუნელებს ვუმატებ
როგორ არ შეიძლება, შეგიძლიათ მარტო კარაქიტ მოამზადოთ, მარგარინი უხდება ცომს