Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 50 კვერცხი
- 500 გრ ენდრო
- 10 გრ მარილი
- 20 მლ ღვინის ძმარი
- 50 გრ ხახვის ფურცელი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- 50 კვერცხის შესაღებად დაგვჭირდება 500 გრამი ენდრო; 1 კგ წითელი ხახვის ფურცლები; 20 მილილიტრი ძმარი და 10 გრამი მარილი.
- ენდროს ფესვები კარგად გარეცხეთ, შემდეგ დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაასხით წყალი და წამოადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. შესაღები სითხე გაამზადეთ ხუთშაბათს საღამოს.
- წითელ პარასკევს შესაღები კვერცხი ჯერ ცივ წყალში გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ შესაღებ სითხეში ჩაალაგეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე, ჩაუმატეთ მარილი. თუ გნებავთ ხახვის ფურცლებიც დაამატეთ, შეღებილ კვერცხს მეტ ბზინვარებას მისცემს. დაუმატეთ მარილი და ძმარი. როცა ადუღდება, დაუწიეთ და კვერცხი დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 30-40 წუთის განმავლობაში.
- მოხარშული კვერცხი გამდინარე ცივი წყლის ქვეშ 5 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ გაამშრალეთ და "სალფეთქით" გაუსვით ზეთი.