Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 4 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ, დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი შაქარი, მწიკვი მარილი, კვერცხის გულები, ვანილი,1 სუფრის კოვზი თაფლი, სოდა –ძმრით, 4 სუფრის კოვზი ფქვილი. გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ფირფიტაზე გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე მალე ცხვება
- ნებისმიერი კრემით შეგიძლიათ მოამზადოთ. მე ზაფხულობით არაჟნით და ხაჭოთი ვამზადებ, 500 გრამი ხაჭო და 250 გრამი არაჟანი ავურიე ერთმანეთში, დავუმატე შაქრის პუდრა გემოვნებით და ვანილი. გამომცხვარ ბისკვიტს გადავუსვი არაჟნიანი ხაჭო,მოვაყარე დაჭრილი ხილი და გადავახვიე. თავზე გადავუსვი გარგლის ჯემი. რულეტი შედგით მაცივარში 1 საათი.