Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 2 ცალი კვერცხი
- 500 გრამი რიკოტა ან ნადუღი
- 250 გრამი არაჟანი
- 200 გრამი ქლიავი ან ჯემი
- 8 სუფრის კოვზი ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი სოდა- ლიმონის წვენით
- 100 გრამი შაქარი
- ვანილი
პორცია:
ინსტრუქცია
- 2 კვერცხი და 100 გრამი შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ 500 გრამი რიკოტა ან ნადუღი, დაუმატეთ, 250 გრამი არაჟანი, ვანილი, მწიკვი მარილი, 1 ჩაის კოვზი სოდა, დააწვეთეთ ლიმონის 3-4 წვეთი. 8 სუფრის კოვზი ფქვილი. ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის.
- ცხიმწასმულ ფორმაზე დაასხით ცომი და მოაწყვეთ ნახევარი კილოგრამი კურკაგამოცლილი ქლიავი, ან, ნებისმიერი ჯემი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.