Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 10 ცალი კვერცხი
- 300-400 გრ ძეხვი
- 400 გრ ბოსტნეული
- 10 გრ ჟელატინი
- 2 ცალი ბულიონის კუბიკი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- სწრაფადგახსნადი ჟელატინი უნდა გახსნათ ცხელ ბულიონში, 1 ჭიქა ადუღებულ ბულიონს დაუმატეთ 10 გრამი სწრაფადგახსნადი ჟელატინი. ბულიონი შეგიძლიათ კუბიკებით მოამზადოთ 1 ჭიქა ადუღებულ წყალში გახსენით 2 კუბიკი ბულიონი და შემდეგ დაუმატეთ 10 გრამი ჟელატინი, ჟელატინი უნდა ჩაყაროთ უშუალოდ მომზადების წინ. კვერცხს ქვედა მხრიდან გაუკეთეთ თითის სისქის ნახვრეტი და ისე გამოუღეთ შეგთავსი,ჩაის კოვზი შეგიძლიათ დაარტყათ ნაზად და რომ გაიბზარება რამე წვეტიანით თითის სიგანეზე ე მოაცალეთ ნაჭუჭი.ასეთი წესით მოაგროვეთ კვერცხის ნაჭუჭები, კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში, კარგად უნდა გაშრეს. ცალკე მოამზადეთ თქვენი სურვილით ბოსტნეული, ძეხვი ან ვიჩინა , შეგიძლიათ სოკოც დაჭრათ,მე ბარდით, სიმინდით, ძეხვით და წითელი ბულგარულით მოვამზადე, შეგიძლიათ მწვანილიც ჩადოთ. კვერცხის ნაჭუჭში ჩადებთ ბოსტნეულს და გაავსებთ ჟელატინიანი ბულიონით. შედგით მაცივარში მომზადებამდე, რამდენიმე საათი ესაჭიროება ,გასინჯავთ თქვენ თვითონ, როცა გამაგრებული იქნება ჟელატინი ესე იგი მზად არის, კვერცხები ჩაალაგეთ კვერცხის ყუთში .შემდეგ ჩვეულებრივად გაფცქვენით კვერცხი და გააფორმეთ სურვილის მიხედვით.