Please follow and like us:
პონჩიკი
ხმები: 3
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
30 ცალი 3 საათი
პორცია სამზადისის დრო
30 ცალი 3 საათი
პონჩიკი
ხმები: 3
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
30 ცალი 3 საათი
პორცია სამზადისის დრო
30 ცალი 3 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. ცომი-500 გრამ თბილ რძეში გავურიოთ 1 სუფრისკოვზი საფუარი, შემდეგ დავუმატოთ კარგად ათქვეფილი 2 ცალი კვერცხი, 50 გრამი დარბილებული კარაქი, მწიკვი მარილი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, 3 სუფრის კოვზი ზეთი, ფქვილი რასაც შეიზელს.  ისე რომ მივიღოთ რბილი, ფაფუკი ცომი, ხელზე უნდა გეკვრებოდეთ ცომი.  დავდოთ ცომი და დაველოდოთ ამოსვლას.
  2. კრემი-ავადუღოთ 500 მლ წყალი,  ცალკე 100 გრამი შაქარი და 100 გრამი ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში დავუმატოთ  ცოტა წყალი, ისე რომ ფქვილი და შაქარი კარგად გაიხსნას და ეს ერთგვაროვანი მასა ჩაასხით ადუღებულ წყალში. თან განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ ფქვილის გემო არ გაქრება. ბოლოს ცხელში დავუმატოთ ვანილი. ცომის პატარა გუნდები გავაბრტყელოთ ხელით, დავადოთ კრემი და მოვახვიოთ, მივცეთ პონჩიკის ფორმა. პონჩიკები უნდა შევწვათ ადუღებულ ზეთში. კარგ ოქროსფერს რომ მიიღებს გადმოიღეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა. 1 პორციიდან გამოდის 30-35 ცალი