ინგრედიენტები
- 3 კილო პომიდორი
- 1 კილო წითელი ბულგარული წიწაკა
- 100 გრამი წითელი მწარე წიწაკა
- 2 თავი ნიორი
პორცია:
ინსტრუქცია
- გაატარეთ, პომიდორი და ბულგარული წიწაკა, მწარე წიწაკა, ნიორი და დადგით საშუალო ცეცხლზე. იქამდე სანამ წყალი არ ამოშრება. დაუმატეთ მარილი გემოვნებით. ასევე წითელი პილპილი. მე პირადად, მწვანილებს და სუნელებს არ ვუმატებ. შეგიძლიათ დაუმატოთ, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, გემოვნებით. ნიახური და ქინძი, მწვანილებიდან. 1 საათის დუღილის შემდეგ, ჩაასხით გასტერილებულ ბოთლებში. შეინახეთ სიგრილეში
