Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 4 ცალი კვერცხი
- 300 გრ შაქარი
- 250 გრ კარაქი ან მარგარინი
- 500 გრ მაწონი
- 10 გრ ვანილი
- მწიკვი მარილი
- 1 ჩაის კოვზი სოდა
- 600 გრ ფქვილი
- 1 კგ შავი ქლიავი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- 4 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 200 გრამი დამდნარი მარგარინი ან კარაქი(მარგარინით უფრო ფუმფულა გამოდის), 500 გრამი მაწონი, სოდა–ძმრით, ვანილი, 3 ჭიქა ფქვილი. ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის.
- ცხიმწასმულ ფორმაში ჯერ ჩაასხით ცომის ნახევარი, მოაწყვეთ გალეჩილი ქლიავი, შემდეგ ისევ მოასხით დარჩენილი ცომი და ზემოდან ისევ მოაწყვეტ ქლიავი გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე