Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ცომი-2 კვერცხი, 200 გრამი მაწონი, 200 გრამი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი სოდა, მწიკვი მარილი, 1 ჭიქა ფქვილი, თხელი ცომი უნდა იყოს ფქვილი არ დაუმატოთ.
- გულსართისთვის მოვხარშოთ 4-5 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი, არ ჩახარშოთ ძალიან, 2 თევზის კონსერვი ნებისმიერი ზეთიანი, 2-3 თავი დაჭრილი თეთრი ხახვი საცხობ ფირფიტას ძირზე წაუსვით ზეთი, მოაწყვეთ მრგვალად დაჭრილი კარტოფილი, კარტოფილი თხლად არ დაჭრათ, კარტოფილებს შორის ცოტა ადგილი დატოვეთ ,რომ ცომით ამოივსოს, კარტოფილს მოაწყვეთ მრგვალად დაჭრილი ხახვი, ზემოდან თევზის კონსერვი გასრისეთ და თავის ცხიმიანად გადმოიღეთ ხახვზე, შემდეგ ვასხამთ ცომს,გადაუსვით კვერცხის გული და არაჟანი არეული ერთმანეთში. შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე.