Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 4 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 200 გრამი დამდნარი მარგარინი ან კარაქი(მარგარინით უფრო ფუმფულა გამოდის), 500 გრამი მაწონი, სოდა–ძმრით, ვანილი, 3 ჭიქა ფქვილი. ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის.
- ცხიმწასმულ ფორმაში ჯერ ჩაასხით ცომის ნახევარი, მოაწყვეთ დაჭრილი გემრიელი ატამი , შემდეგ ისევ მოასხით დარჩენილი ცომი და ზემოდან ისევ ატამი. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. შეგიძლიათ ნებისმიერი ხილით და კენკროვანით მოამზადოთ თავზე შეგიძლიათ ნებისმიერი თეთრი მურაბის წვენი გადაუსვათ ხილს.