Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 4 კვერცხი და 2 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 200 გრამი დამდნარი კარაქი, ვანილი,სოდა-ძმრით, 3 ჭიქა ფქვილი, კარგად აურიეთ. ცომი გაყავით 2 ნაწილად, ერთს დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი კაკაო, შემდეგ უნდა გააბრტყელოთ ცომი,შეხედეთ ცომს ფქვილი თუ აკლია დაამატეთ,უნდა შეძლოთ ცომის გაბრტყელება. გააბრტყელეთ თეთრი ცომი, შემდეგ ცალკე გააბრტყელეთ კაკაოიანი ცომი. თეთრს დაადევით კაკაოიანი გაბრტყელებული ცომი,გადაახვიეთ რულეტივით, შემდეგ დაჭერით დანით თითის სისქის ნაჭრებად და გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ჟარონაზე 170 გრადუსზე.