ინსტრუქცია
- დავფქვათ 150 გრამი ნუში ფქვილივით. დაუმატეთ 300 გრამი შაქარი და 4 კვერცხის აუთქვიფავი ცილა. კარგად მოურიეთ კოვზით.

- წყლის აბაზანაზე დავდგათ ნუშიანი მასა, მუდმივად ვურიოთ იქამდე, სანამ მასა არ გათბება. 40-50 გრადუსამდე. შემდეგ გადმოდგით, გაცივდეს და შეურიეთ გაცრილი 40 გრამი ფქვილი.

- საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, წაუსვით ცხიმი და კოვზით ან საკონდიტრო მეშოკში ჩადებული ცომით დასვით მრგვალი ფორმები. თქვენი სურვილის მიხედვით.

- გამოაცხვეთ 160 გრადუსზზე 25 წუთის განმავლობაში. გამოდის 20-25 ცალი.