Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ავიღოთ სქელძირიანი ქვაბი. 300 გრამ შაქარს დავასხათ 100მლ წყალი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე. არ მოურიოთ. უნდა დადნეს შაქარი და სიროფი უნდა დუღდეს 110 გრადუსზზე. შემდეგ სიროფს ვუმატებთ 80 გრ. თაფლს, მოურიეთ და გააგრძელოს დუღილი. ტემპერატურა უნდა ავიდეს 135 გრადუსზზე. ჩვეულებრივი დისტანციური თერმომეტრით შეგიძლიათ გაზომოთ დუღილის ტემპერატურა. ან გასინჯეთ ცივ წყალში წვეთით. ჩაგდებისთანავე უნდა გამაგრდეს.
- ცალკე ამოიყვანეთ 1 კვერცხის ცილა კარგად, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი.
- ნებისმიერი თხილი შეგიძლიათ დაუმატოთ. მე ფსტათი მიყვარს(ფისტაშკი) მარილიანი თხილი უფრო უხდება რადგან ნუგა ტკბილია. თქვენი გემოვნებით დაუმატეთ. თუ ფსტატს დაუმატებთ დიდხანს არ მოხალოთ, მწვანე ფერს დაკარგავს..
- მომზადებული ცხელი სიროფი უნდა ჩავასხათ კვერცხის ცილაში და მუდმივად ვურიოთ მიქსერით, სანამ მასა არ გაცივდება. შემდეგ როცა გასქელდება და მიქსერით გაგიჭირდებათ, უკვე ხელით შეგიძლიათ შეურიოთ თხილი. გადაიტანეთ ფორმაში,ჩაუფინეთ ნამცხვრის ქაღალდი. დაელოდეთ 2-3 საათი. კარგად გაცივდეს ისე რომ დაჭრათ რაც უფრო დაბალია უფრო კარგად შრება. მაცივარი არ ჭირდება.