Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ცომი - ნახევარ ლიტრ რძეს ვუმატებ 2 სუფრის კოვზ საფუარს, 1 ჩაის კოვზ შაქარს, მწიკვი მარილი. ფქვილი - რამდენსაც შეიზელს, ბოლოს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი. ხელზე არ უნდა გეკვროდეთ ცომი. დაელოდეთ ამოფუებას, 3 -ჯერ უნდა ჩაზილოთ.
- ცალკე 2 თავი ნიორი ჩანაყეთ მარილთან ერთად. აიღეთ 200 გრ კარაქი ცივი და დაჭერით კუბიკებად, როგორც სუპის კუბიკები იყიდება იმ ზომაზე ცომს მიეცით რულეტის ფორმა, დაჭერით პატარა ზომებად როგორც ღვეზელს ამზადებთ ისე. გააბრტყელეთ, შუაში დადეთ კარაქის კუბიკი, კარაქს დანის წვერით დაადეთ მარილიანი ნიორი და მოუკარით თავი. თავზე არაფრის გადასმა არ უნდა. ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე დააწყვეთ ნივრიანი კვერები და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ძალიან გემრიელია.