ცალკე ვამზადებთ ნიგვზიან საკმაზს.
1 კილოგრამ ბადრიჯანზე 300 გრამი გატარებული ნიგოზი გვჭირდება. მარილი,ნიორი,წითელი წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, ბადრიჯანს უხდება მიხაკი და დარიჩინი ცოტა.. ცოცხლად ქინძი, ოხრახუში და ნიახური. 1 პატარა ზომის წვრილად დაჭრილი ხახვი, ცოტა ძმარი.თუ გიყვართ შეგიძლიათ ცოტა კვაწარახი დაუმატოთ, კარგად აურიეთ საკმაზი და გაცივებული ბადრიჯანი გატენეთ საკმაზით და ზემოდანაც გადაუსვით.