Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 1 კილო ბადრიჯანი
- 300 გრ ნიგოზი
- 1 ცალი ხახვი
- 50 მლ ზეთი
- მარილი გემოვნებით
- წითელი წიწაკა გემოვნებით
- 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
- 0.5 ჩაის კოვზი მიხაკი
- 0,5 ჩაის კოვზი დარიჩინი
- 50 გრ ოხრახუში
- 50 გრ ქინძი
- 50 გრ ნიახური
- თეთრი ღვინის ძმარი გემოვნებით
- 6 კბილი ნიორი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- ბადრიჯანი უნდა იყოს პატარა ზომის ყველა ერთნაირი. ბადრიჯანს ქვემოდან ისე მოჭერით ყუნწი, რომ სასურველ ზომაზე დატოვეთ. შემდეგ გათალეთ მწვანე ძირი და დარჩება ყუნწიანი. კარგად გარეცხეთ მთლიანი ბადრიჯანი და ჩაჭერით შუაში სიგრძეზე, წაუსვით შიგნით მარილი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ კარგად გაწურეთ და ასე მთლიანი შეწვით ბლომად ზეთში ორივე მხრიდან.
- ცალკე ვამზადებთ ნიგვზიან საკმაზს. 1 კილოგრამ ბადრიჯანზე 300 გრამი გატარებული ნიგოზი გვჭირდება. მარილი,ნიორი,წითელი წიწაკა, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, ბადრიჯანს უხდება მიხაკი და დარიჩინი ცოტა.. ცოცხლად ქინძი, ოხრახუში და ნიახური. 1 პატარა ზომის წვრილად დაჭრილი ხახვი, ცოტა ძმარი.თუ გიყვართ შეგიძლიათ ცოტა კვაწარახი დაუმატოთ, კარგად აურიეთ საკმაზი და გაცივებული ბადრიჯანი გატენეთ საკმაზით და ზემოდანაც გადაუსვით.