Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 1 კილო ბადრიჯანი
- 300 გრ ნიგოზი
- 1 ცალი ხახვი
- 50 მლ ზეთი
- მარილი გემოვნებით
- წითელი წიწაკა გემოვნებით
- 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
- 0.5 ჩაის კოვზი მიხაკი
- 0,5 ჩაის კოვზი დარიჩინი
- 50 გრ ოხრახუში
- 50 გრ ქინძი
- 50 გრ ნიახური
- თეთრი ღვინის ძმარი გემოვნებით
- 6 კბილი ნიორი
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- დაჭერით ბადრიჯანი სიგრძეზე თხელ ნაჭერებად. მოაყარეთ მარილი და დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთდა შეწვით ბლომად ზეთში.
- ცალკე მოვამზადოთ საკმაზი. 1 კილო ბადრიჯანზე გვჭირდება 300 გრამი გატარებული ნიგოზი, მარილი, ნიორი, წითელი წიწაკა, ხმელი ქინძი, ცოცხლად ქინძი, ოხრახუში და ნიახური, ყვითელი ყვავილი, მიხაკი და დარიჩინი, წვრილად დაჭრილი 1 პატარა ხახვი. სურვილის მიხედვით დაუმატეთ ძმარი. ცოტა ძმარი.
- შემწვარი ბადრიჯანი აწეწეთ ხელით კარგად, დაუმატეთ ნიგვზიანი საკმაზი.