Please follow and like us:
ნაპოლეონი
ხმები: 6
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 4 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 4 საათი
ნაპოლეონი
ხმები: 6
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 4 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 4 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. ჯერ ვამზადებთ პირველ ცომს-2 კვერცხი, 3 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა ცივი წყალი, ჩაის კოვზი ძმარი, მწიკვი მარილი, მოვზილოთ ცომი. ცალკე ვამზადებთ მეორე ცომს- ავიღოთ ოთახის ტემპერატურის 500 გრამი მარგარინი, დავკეპოთ,დაუმატეთ ჭიქანახევარი ფქვილი, შევაზილოთ კარგად ერთმანეთს. გააბრტყელეთ პირველი ცომი და დაადეთ მეორე ცომი და გადავკეცოთ კონვერტისებურად, გავაბრტყელოთ ერთი მიმართულებით თითის სიგანეზე, ეს პროცედურა გაიმეორეთ 3-ჯერ, შემდეგ გაბრტყელებული ცომი დაახვიეთ რულეტივით და დაჭერით 4 ტოლ ნაწილად. ცომი შედგით მაცივარში 2 საათი. შემდეგ გადაიტანეთ გრილ ჟარონაზე და ოთხივე ფენა გამოაცხვეთ. 170 გრადუსზე.
  2. კრემი-1 ლიტრი რძე, 10 სუფრის კოვზი ფქვილი, 3 ჭიქა შაქარი, სქელძირიან ქვაბში მუდმივი მორევით ,საშუალო ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაბალ ცეცხლზე დატოვეთ 15 წუთის განმავლობაში, რომ კრემს ფქვილის გემო რომ გაუქრეს. გამორთეთ და ცხელ კრემში დაუმატეთ ვანილი. ვანილის გემო კარგად უნდა ეტყობოდეს კრემს. რაც არ უნდა კარგად მოხარშოთ კრემი, საცერში მაინც გაცხრილეთ, რომ ერთგვაროვანი კრემი მიიღოთ, როცა გაცივდება შეათქვიფეთ ცალკე ამოყვანილი კარგი ხარისხის კარაქი 300 გრამი. კრემს უხდება ნამდვილი ნაღების მაღალპროცენტიანი კარაქი. კრემი რომ ფუმფულა გამოვიდეს გამზადებულ კრემს წვეთ-წვეთობით შეურიეთ ოთახის ტემპერატურის ნახევარი ჭიქა რძე მიქსერით.
  3. კრემი სქლად წაუსვით 3 ფირფიტას,მეოთხე დაფშვენით სქლად და ისე მოაყარეთ. ზემოდან შაქრის პუდრა უხდება.