Please follow and like us:
ნამცხვარი ციტრუსით
ხმები: 1
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
ნამცხვარი ციტრუსით
ხმები: 1
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. ვაცხობთ ჩვეულებრივად ტორტის ბისკვიტს კარგად ამოვიყვანოთ 10 კვერცხის ცილა, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 10 გრამი ვანილი, 10 სუფრის კოვზი შაქარი, 6 კვერცხის გული, 4 კვერცხის გული შეინახეთ კრემის მოსამზადებლად, ბოლოს გამორთეთ მიქსერი და ხელით ნაზად შეურიეთ გაცრილი 10 სუფრის კოვზი ფქვილი. მე არ მიყვარს მაღალი ნამცხვრები, შეგიძლიათ 12-15 კვერცხიანი დააცხოთ.
  2. სამეფო კრემი 4კვერცხის გული(შეინახეთ ბისკვიტის მომზადების დროს,ანუ ბისკვიტს დაუმატეთ 6 კვერცხის გული), 100 გრ შაქარი, 1 ცალი ჩვეულებრივი შედედებული რძე, ყველაფერი ერთად სქელძირიან ქვაბში სწრაფი მორევით მივიყვანოთ ადფუღებამდე და გამოვრთოთ, ცხელში ვუმატებთ 10 გრამ ვანილს. კრემი უნდა გაცივდეს კარგად. ცალკე ამოვიყვანოთ 300 გრამი კარგი ხარისხის კარაქი, შევურიოთ ნელ-ნელა ამოყვანილ კარაქს გაცივებული კრემი 
  3. ცალკე 1 ცალი ფორთოხლის ცედრას დაასხით 100 გრამი წყალი,50 გრამი შაქარი და დადგით ცეცხლზე, უნდა მოვამზადოთ სიროფი, 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. როცა გაცივდება სიროფს დაუმატეთ 4-5 სუფრის კოვზი კონიაკი. დასანამად გვჭირდება ეს სიროფი.
  4. ცალკე გავატაროთ 1 დიდი ან 2 ცალი საშუალო ზომის კარგად გარეცხილი ფორთოხალი კანიანად,დავაყაროთ 100 გრამი შაქარი და დავდგათ სანამ ბისკვიტი გამოცხვება. გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით შუაზე და ორივე მხარე კარგად დავნამოთ სიროპით, სქლად წაუსვით კრემი, დაადეთ გატარებული ფორთოხლის მასა, ,დააფარეთ ბისკვიტის მეორე ნახევარი, გადაუსვით კრემი და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი. ძალიან გემრიელია))