Please follow and like us:
ნამცხვარი "ფიესტა"
ხმები: 3
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია
1 ცალი
"კეთების" დრო პასიური დრო
1 საათი 2 საათი
პორცია
1 ცალი
"კეთების" დრო პასიური დრო
1 საათი 2 საათი
ნამცხვარი "ფიესტა"
ხმები: 3
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია
1 ცალი
"კეთების" დრო პასიური დრო
1 საათი 2 საათი
პორცია
1 ცალი
"კეთების" დრო პასიური დრო
1 საათი 2 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. 3 კვერცხის გული და 1 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ 200 გრამი დამდნარი კარაქი, 200 გრამი არაჟანი, მწიკვი მარილი, ვანილი, სოდა-ძმრით ან ლიმნის წვენი, დაუმატეთ ფქვილი და გამოაცხვეთ ცხიმწასმულ ფორმაში 150 გრადუსზე.
  2. ცალკე 3 კვერცხის ცილას დააყარეთ 1 ჭიქა შაქარი და დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე, თან განუწყვეტლივ უნდა თქვიფოთ მიქსერით, სანამ ბეზე კედლებს თავისუფლად არ მოცილდება. ჭურჭელს რომ გადმოაბრუნებთ, ბეზე უნდა ჩერდებოდეს. დაუმატეთ ვანილი და ნახევარი ლიმონის წვენი. შემდეგ გადმოიტანეთ ცივი წყლის აბაზანაზე და გააგრძელეთ თქვეფა კიდევ 5 წუთის განმავლობაში.
  3. გამომცხვარ ბისკვიტს გადაუსვით ლიმნის ჯემი (მე ვყიდულობ გამზადებულს). თუ ჯემი ტკბილია, შეგიძლიათ 1 ცალი კანიანად გატარებული ლიმონი შეურიოთ. სქლად გადაუსვით ჯემი, ზემოდან მთლიანად გადაუსვით მოხარშული ბეზე და ზემოდან მოასხით შოკოლადის მინანქარი.
  4. შოკოლადის მინანქარი: მზადდება სქელძირიან ქვაბში - 4 სუფრის კოვზი კაკაო, 50 გრამი კარაქი, 100 გრამი შაქარი, 2 სუფრის კოვზი წყალი. კარგად გახსენით და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ცხელი გადაასხით დესერტს. შედგით მაცივარში 2 საათი და შემდეგ მიირთვით.