Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 100 გრამ მარგარინს დავასხათ 200 მლ.ცხელი წყალი და წამოვადუღოთ, კარგად დადნეს მარგარინი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, ნელნელა ჩაყარეთ 200 გრამი გაცრილი ფქვილი და თან სწრაფად მოურიეთ, ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაყი ან სპირტი. შემდეგ გადმოდგით და შეურიეთ ცალ-ცაკე 4 კვერცხი, მიქსერით კარგად შეათქვიფეთ, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.
- ცხიმწასმულ ჟარონაზე,თუ გნებავთ ქაღალდი დაუფინეთ, სველი ჩაის კოვზით დავდოთ ცომი. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. 20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე და შემდეგ 150 გრადუსზე გამოცხობამდე.
- კრემი- კარგად ამოიყვანეთ 250 გრამი კარაქი და შეურიეთ 1 ცალი მოხარშული შესქელებული რძე (ზგუშონი)
- მინანქარი-4 სუფრის კოვზი მუქი ფერის კაკაო, 100 გრამი შაქარი, 50 გრამი კარაქი, 2 სუფრის კოვზი წყალი. სქელძირიან ქვაბში,მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუებამდე.
- გამოცხვარი შუ გაცივდეს გაჭერით, შუაში ჩადეთ კრემი და ზემოდან გადაასხით შოკოლადის მინანქარი
თამრი შეუდარებელი ხარ
ძალიან დიდი მადლობა ნონა <3 გაიხარეთ!
ცომში 200 გრ ფქვილი ნიშნავს 200 მლ-იან ჭიქაში ჩაყრილ ფქილს თუ გრამებში აწონილს? (სხვადასხვაა მოცულობით). მე 200 გრამი ჩავყარე და აშკარად ბევრი იყო…კოვზით ვეღარ ვერეოდი… ვერ შევაზილე ფიზიკურად.
200 გრამიან ჭიქაში მოთავსებული ფქვილი
მოგესალმებით!
ქალბატონო თამრიკო,მადლობა რეცეპტის გაზიარებისთის! გთხოვთ, თუ ვინმეს შეგიძლიათ კრემის მომზადების ტექნოლოგია რომ დააზუსტოთ. თუ სწორად მივხდი კარაქი 200 გრამია საჭირო? და ყველა პროდუქტი უბრალოდ ერთმანეთში შევურიო და ავადუღო მოხარშული კრემივით? კარაქის ცალკე ათქვეფა არ არის საჭირო? მადლობა წინასწარ!
მოგესალმებით ბელა. არა, შევასწორე. ცივი კრემით მოამზადოთ სჯობს. ამოყვანილი 200 გრამი კარაქი და 1 ცალი მოხარშული, შესქელებული რძე.
ქალბატანო თამრიკო, უღრმესი მადლობა პასუხისთვის!
საკონდიტროებში რომ იყიდება ეს ნამცხვარი,
რა კრემით ამზადებენ, შემთხვევით, ხომ არ იცით რეცეპტი?
კაკაო აქვთ დამატებული ან შოკოლადი მოხარშულ რძესთან ერთად. ვერსად ვიპოვე ეს რეცეპტი.
მადლობა კიდევ ერთხელ!
გაიხარეთ. საკონდიტროებში, მემგონი მოხარშულ კრემს ურევენ, ნუტელას-ანუ, შოკოლადის კარაქს.