Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 2 კვერცხისაგან და შაქრისგან მოამზადეთ გოგლიმოგლი გათეთრებამდე, ძალიან ტკბილი არ უნდა იყოს, შაქარი თქვენი სურვილით, დაუმატეთ 400 გრამი ნადუღი, 200 გრამი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი სოდა, 2-3 წვეთი ლიმონის წვენი ან ძმარი დააწვეთეთ სოდაზე, ვანილი უხდება ძალიან, 6 სუფრის კოვზი ფქვილი, სხვადასხვა ხილით შეგიძლიათ მოამზადოთ, კენკროვანი უხდება.
- საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, დაასხით ცომი და მორთეთ სურვილის მიხედვით, გამოაცხვეთ საშუალო 170 გრადუსზე, თავი რომ დაებრაწება მზად არის.
რა ზომის ფორმაში ცხვება ამ რაოდენობით? მრგავლი ფორმები რომ არის, საშუალოზე მინდა ვცადო
ქრისტი. რომელშიც გაგიხარდებათ. მე 25 სმ. ზომაში ვაცხობ
ცხიმი არაა საჭირო?როგორი გამოდის შიგთავსი ვერ მივხვდი,ფუმფულა არაა ანუ ხომ?
თაკო. შიგთავსი ცალკე არ არის. ერთადაა ყველაფერი. ფუმფულა გამოდის.