Please follow and like us:
ნამცხვარი "მედოკი"
ხმები: 299
რეიტინგი: 4.12
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
ნამცხვარი "მედოკი"
ხმები: 299
რეიტინგი: 4.12
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
1 ცალი 2 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. დავდგათ გაზქურაზე ქვაბით წყალი და ავადუღოთ, რადგან "მედოკის" ცომი ორთქლზე მზადდება. 3 კვერცხისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრისაგან მოვამზადოთ გოგლი-მოგლი;, შემდეგ ჩავასხათ, 150 გრამი გამლღვალი კარაქი და თაფლი, 1 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით;, ვანილი და დავდგათ ორთქლზე, თან გამუდმებით ვურიოთ. 5 წუთის განმავლობაში გვედგას ორთქლის აბაზანაზე და შემდეგ დავამატოთ 2, 5 ჩაის ჭიქა ფქვილი. ცომი წებოვანი გამოდის. ამის შემდეგ მაგიდაზე დავყრით დარჩენილ ნახევარ ჭიქა ფქვილს, ორთქლზე მომზადებულ ცომს გადავზელთ ფქვილში. ცომს გავყოფთ 3 ან 4 ნაწილად და გავაბრტყელებთ თხლად, გამოვაცხობთ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. გაითვალისწინეთ, რომ ფირფიტები მალე ცხვება. გამომცხვარ ფირფიტებს ჩამოვაჭრით გვერდებს და შევინახავთ ზემოდან მოსაფშვნელად.
  2. კრემი-250 გრამი კარგი ხარისხის კარაქი ამოვიყვანოთ კარგად და შემდეგ ნელ-ნელა დავამატოთ შესქელებული რძე. გამომცხვარ ფირფიტებს წავუსვათ მომზადებული კრემი და შემდეგ ჩამოჭრილი და დაფშვნილი ნამცხვრის გვერდები მოვაყაროთ ზემოდან.