Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 7 კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ კარგად დაუმატეთ მწიკვი მარილი, 7 სუფრის კოვზი შაქარი, დავუმატოთ ნელ-ნელა კვერცხის გულები, 1 სუფრის კოვზი თაფლი, სოდა-ძმრით, ვანილი, 4 სუფრის კოვზი კაკაო. 7 სუფრის კოვზი ფქვილი. ფქვილი ნაზად შეურიეთ ხის კოვზით. ცალკე ვაცხობთ 3 კვერცხიან ბისკვიტს კაკაოს გრეშე.
- ვამზადებთ სამეფო კრემს-4 კვერცხის გული, კრემისთვის 4 კვერცხის გული შეინახეთ 7 კვერცხიანი ბისკვიტის გამოცხობის დროს, დაუმატეთ 100 გრამი შაქარი, კარგად აურიეთ, დაუმატეთ 1 ცალი ჩვეულებრივი შედედებული რძე,,მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე და გამორთეთ, სქელძირიან ქვაბში მოამზადეთ, ცხელში დაუმატეთ ვანილი. რომ გაცივდება შევათქვიფოთ კარგად ამოყვანილი 300- 400 გრამი კარგი ხარისხის კარაქი.
- გამომცხვარი კაკაოიანი ბისკვიტი გაჭერით, კარგად დანამეთ კონიაკიანი ტკბილი ჩაით. გადაუსვით ბლომად კრემი და ზემოდან თეთრი ფერის ბისკვიტი დაადეთ, დანამეთ, ისევ კრემი,შემდეგ დააფარეთ კაკაოიანი ბისკვიტი და წაუსვით კრემი, გააფორმეთ თქვენი სურვილით. მე თეთრი ბისკვიტის გვერდები დავფშვენი და მოვაყარე.
მადლობა დიდი , ასეთი შესანიშნავი რეცეპტისათვის
ძალიან სასიამოვნოა. დიდი მადლობა. გაიხარეთ! <3