Please follow and like us:
ნამცხვარი ატმები
ხმები: 1
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
ნამცხვარი ატმები
ხმები: 1
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
ინგრედიენტები
პორცია:
ინსტრუქცია
  1. 2 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე,მწიკვი მარილი დაუმატეთ,100 გრამი დარბილებული კარაქი და 2 სუფრის კოვზი არაჟანი,სოდა -ძმრით,ვანილი,3-4 ჭიქა ფქვილი,კარგად მოზილეთ,ცომი ხელზე არ უნდა გეკვრებოდეთ.ცომი შედგით მაცივარში ნახევარი საათი.შემდეგ ცხიმწასმულ ჟარონაზე დადეთ ატმის ნახევრის ფორმის ცომი,ბურთის ფორმა მიეცით ჯერ და შემდეგ ხელით მოგრძო ფორმა მიეცით თან ჩარღმავებაც გაუკეთეთ,პატარა ზომის გააკეთეთ,გამოცხობის დროს იზრდება. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. თითოეულს უნდა ჰქონდეს გახლეჩილი ატმის ფორმა,თუ შუაში ამოვსებულია, ცომი ამოუღეთ კოვზით. ცალკე 1 ცალ შესქელებულ რძეს(ზგუშონს), შეურიეთ კარგად ამოყვანილი 100 გრამი კარაქი და ამ კრემით ამოავსეთ ატმის სიცარიელე, შუაში ჩადეთ კაკალი ან თხილი, შემდეგ 2 ნამცხვარი შეაერთეთ რომ მიიღოთ ატამი. ცალკე გახეხეთ 1 ცალი სტაფილო და 1 ცალი ჭარხალი, გაწურეთ მარლაში,შემდეგ მარლითვე წაუსვით ჯერ სტაფილოს წვენი,შემდეგ ჭარხლის, ისე რომ დაამგვანოთ ატმებს და სველი ამოავლეთ შაქარში.
  2. ბებია მიცხობდა და ძალიან მიყვარს