Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 5 კვერცხი და 300 გრ შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 200 გრამი დამდნარი კარაქი, 500 გრამი მაწონი, სოდა-ძმრით, ვანილი,4 სუფრის კოვზი კაკაო, 3 ჭიქა ფქვილი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე ცხიმწასმულ .გამოსაცხობ ფორმაზე. წინასწარ გახურებულ ღუმელში.
- კრემი-300- 400 გრამი კარგად ამოყვანილი კარგი ხარისხის კარაქი, 2 ცალი მოხარშული შედედებული რძე გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით შუაზე, დანამეთ კონიაკიანი ტკბილი ჩაით, გადაუსვით კრემი, დაფარეტ კურკაგამოცლილი ალუბლებით, დააფარეთ მეორე ფენა, გადაუსვით კრემი. დაჭრილი ან გატარებული ნიგოზი უხდება შუაში. მოასხით შოკოლადის მინანქარი: სქელძირიან ქვაბში- 4 სუფრის კოვზი კაკაო, 50 გრამი კარაქი, 100 გრამი შაქარი, 2 სუფრის კოვზი წყალი, მუდმივი მორევით მიიყვანეტ ადუღებამდე, შაქარი რომ გადნება გამორთეტ და ცხელი მოასხით ნამცხვარს. ზემოდან გააფორმეთ ალუბლებით.