Please follow and like us:
ინსტრუქცია
- 8 კვერცხი და 2 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 200 გრამი დამდნარი კარაქი, 200 გრამი მაწონი, სოდა-ძმრით, ვანილი, 3 სუფრის კოვზი კაკაო, 4 ჭიქა ფქვილი. ცხიმწასმულ ფორმაზე გადავიტანოთ და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.
- კრემი-200 გრამი კარგი ხარისხის კარაქი კარგად ამოიყვანეთ და დაუმატეთ 1 ჩვეულებრივი შესქელებული რძე(ზგუშონი)დაუმატეთ ხსნადი ყავა 2 სუფრის კოვზი. გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით, გააცივეთ და კარგად დანამეთ ტკბილი კონიაკიანი ჩაით შეგიძლიათ დაუმატებთ ცოტა ალუბლის წვენი . დანამულ ბისკვიტს გადაუსვით სქლად კრემი და მოაწყვეთ დაკურკული ალუბალი, ზემოდან თქვენი სურვილით მორთეთ,მე გამდნარი შოკოლადი მოვასხი. შეგიძლიან გვერდები ჩამოაჭრათ გამომცხვარ ბისკვიტს, დაფშვნათ და თავზე მოაყაროთ.