Please follow and like us:
მხლოვანი
ხმები: 1
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
4 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
4 ცალი 2 საათი
მხლოვანი
ხმები: 1
რეიტინგი: 5
You:
Rate this recipe!
Print Recipe
პორცია სამზადისის დრო
4 ცალი 2 საათი
პორცია სამზადისის დრო
4 ცალი 2 საათი
ინგრედიენტები
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
  1. ცომი-1 ჭიქა თბილი წყალი, 2 სუფრის  კოვზი საფუარი გახსენით წყალში და დააცადეთ ამოფუება, დაუმატეტთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და უფრო კარგად ამოფუვდება საფუარი, დააყარეთ ფქვილი დაახლოებით 4-5 ჭიქა, მწიკვი მარილი, 100 გრამი  დარბილებული კარაქი ან მარგარინი, ბოლოს დაუმატეთ 100 გრამი ზეთი, ცომი მოზილეთ 15 წუთის განმავლობაში, რაც უფრო დიდხანს დაამუშავებთ ცომს მით უფრო ფუმფულა გამოდის. ბოლოს ცომი ხცელზე არ უნდა გეკვრებოდეთ იმდენი ფქვილი უნდა დაუმატოთ.
  2. გულსართი-მხლოვნებისთვის ნებისმიერი ფხალის ფოთოლი შეგიძლიათ გამოიყენოთ, გემრიელი გამოდის ახალი ჭინჭრის ფოთლებისგან და ჭარხლის ფოთლებისგან, მე ჭარხლის ფოთლებით მოვამზადე. კარგად გარეცხილ ჭარხლის ფოთლები დაჭერით წვრილად, კარგად გაწურეთ ხელით, დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა უხდება,შეგიძლიათ თქვენი სურვილის მიხედვით დაუმატოთ, შემდეგ დაუმატეთ დაფშვნილი გემრიელი ყველი ბლომად, ახალ ამოყვანილი ყველი უხდება. მარილი გემოვნებით,ყველის მიხედვით. ცხიმი უხდება შეგიძლიათ დარბილებული კარაქი დაუმატოთ გულსართს. შემდეგ ხაჭაპურივით მოახვევთ და გამოაცხობთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში ან გაზზე ზევიდან ზეთში შეწვავთ თხელებს.
  3. მარხვის დროს არ დაუმატებთ ყველს და კარაქს ჩაანაცვლებთ მარგარინით. ფოტოზე სამარხო მხლოვანია.