3 კილო მწვანე პომიდორი დაჭერით, დააყარეთ მარილი, წვენი რომ გამოუვა გაწურეთ.
ცალკე ლამაზად დაჭერით 1 კგ. სტაფილო, წითელი და მწვანე ბულგარური-500-500 გრ.
3-4 თავი ნიორი, ხახვი ბლომად, თუ ცხარე გიყვართ, ჩვეულებრივი მწარე წიწაკაც დაამატეთ გემოვნებით
.დაასხით 5 სუფრის კოვზი გადადუღებული ძმარი, 1 ჭიქა ზეთი,მარილი გემოვნებით
,3-3 კონა ნიახური და ოხრახუში, ყველაფერი კარგად აურიეთ და 2-3 დღე დადგით სითბოში,
შემდეგ ჩადებთ ქილებში და დადგამთ სიგრილეში.