Please follow and like us:
ინგრედიენტები
- 500 გრ მჟაუნა
- 2 ცალი ხახვი
- 1 ცალი სტაფილო
- 1-1 კონა ქინძი, კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი
- 500 გრ კარტოფილი
- 50 მლ ზეთი
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
პორცია: ცალი
ინსტრუქცია
- წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვშუშოთ კარგად ზეთში, დავუმატოთ გახეხილი ან წვრილად დაჭრილი სტაფილო, კარგად მოითუშოს, დავუმატოთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. დავასხათ წყალი ან ბულიონი და ვადუღოთ, კარტოფილი უნდა მოიხარშოს, დავუმატოთ დაჭრილი მჟაუნა და მწვანილები. ვადუღოთ კიდევ 5 წუთი და გამოვრთოთ. მარილი და პილპილი დაუმატეთ გემოვნებით. წვნიანი მიირთვით მოხარშულ კვერცხთან და არაჟანთან ერთად.