ინსტრუქცია
- მოზილეთ მაგარი ცომი 1 ჭიქა ცივი წყალი, მწიკვი მარილი, 1 კვერცხი, ფქვილი რამდენსაც შეიზელს, კარგად მოზილეთ ცომი, ბოლოს ხელზე არ უნდა გეკვრებოდეთ. დააფარეთ და დაასვენეთ ცომი ნახევარი საათის განმავლობაში.

- ცალკე დაკურკეთ ალუბალი შემდეგ კარგად გააბრტყელეთ ცომი, ამოჭერით ჭიქით. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ 4-5 ცალი ალუბალი, მოაყარეთ ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი და მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა.

- დაკურკულ ალუბალს გამოუვა წვენი, რამდენიც არის დააყარეთ ორი იმდენი შაქარი და მოხარშეთ სიროფი. მოხარშული კვერები მიირთვით ალუბლის სიროფთან და არაჟანთან ერთად.

- მარხვის დღეებში ცომი მოზილეთ კვერცხის გარეშე
ძალიან გემრიელი იქნება! თანაც საკუთარი ეზოს ალუბლის! მე არ გამისინჯავს ჯერჯერობით. მომავალ წელს 🙂