Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ჯემისთვის 1 კილო მარწყვზე ნახევარი კილოგრამი შაქარი გვჭირდება. გარეცხილი მარწყვი ჩაჭყლიტეთ, მოაყარეთ 1 შეკვრა ლიმონმჟავა ან მოასხით 1 ცალი ლიმონის წვენი, ფერის შესანარჩუნებლად,თან მომჟავო გემო უხდება ჯემს. დაადგით დაბალ ცეცხლზე, სქელძირიან ქვაბში თუ გამანაწილებელზე დადგამთ კარგი იქნება. წამოადუღეთ, თან ხის კოვზით ურიეთ რომ არ მიიწვას. წამოდუღების შემდეგ დაუმატეთ შაქარი და და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ ერთი საათის განმავლობაში. შეგიძლიათ დავუმატოთ ვანილი. ქილებში ჩაასხით ცხელი.