Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ვაცხობთ ჩვეულებრივად ტორტის ბისკვიტს კარგად ამოვიყვანოთ 10 კვერცხის ცილა, დაუმატეთ მწიკვი მარილი, 10 გრამი ვანილი, 10 სუფრის კოვზი შაქარი, 6 კვერცხის გული, 4 კვერცხის გული შეინახეთ კრემის მოსამზადებლად, ბოლოს გამორთეთ მიქსერი და ხელით ნაზად შეურიეთ გაცრილი 10 სუფრის კოვზი ფქვილი. მე არ მიყვარს მაღალი ნამცხვრები, შეგიძლიათ 12-15 კვერცხიანი დააცხოთ.
- სამეფო კრემი 4კვერცხის გული(შეინახეთ ბისკვიტის მომზადების დროს,ანუ ბისკვიტს დაუმატეთ 6 კვერცხის გული), 100 გრ შაქარი, 1 ცალი ჩვეულებრივი შედედებული რძე, ყველაფერი ერთად სქელძირიან ქვაბში სწრაფი მორევით მივიყვანოთ ადფუღებამდე და გამოვრთოთ, ცხელში ვუმატებთ 10 გრამ ვანილს. კრემი უნდა გაცივდეს კარგად. ცალკე ამოვიყვანოთ 300 გრამი კარგი ხარისხის კარაქი, შევურიოთ ნელ-ნელა ამოყვანილ კარაქს გაცივებული კრემი
- გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით შუაზე და ორივე მხარე კარგად დავნამოთ ტკბილი კონიაკიანი ჩაით წაუსვით კრემი, კრემს მოაწყვეთ მარწყვი დააფარეთ ბისკვიტის მეორე ნახევარი, გადაუსვით კრემი და ზემოდანაც მოვრთე მარწყვით.
არაჩვეულებრივია,გამორჩეულად მომწონს თქვენი რეცეპტები❤
ძალიან დიდი მადლობა. სასიამოვნოა. გაიხარეთ <3