Please follow and like us:
ინსტრუქცია
- მოამზადეთ ბაჟე ჩვეულებრივად როგორც ამზადებთ, მე მხოლოდ ნიორს, წითელ წიწაკას, ყვითელ ყვავილს და მარილს ვუმატებ გატარებულ ნიგოზს, სხვა სუნელებს არ ვუმატებ, თქვენ თქვენი გემოვნებით მოამზადეთ. ცალკე მოხარშეთ ლობიო კარგად, წყალი რომ ჩაუშრება ჩაჭყლიტეთ კარგად,შეაზავეთ მარილით და პილპილით. ცალკე მოშუშეთ ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი და შეურიეთ ლობიოს, კარგად შეაზავეთ,თქვენი გემოვნებით. შემდეგ, გაატარეთ, ხელით მიეცით გუფთის ფორმა და ჩააწყვეთ ბაჟეში. ზემოდან მოასხით კაკლის ზეთი. შეგიძლიათ, წვრილად დაჭრილ ქინძშიც ამოავლოთ ლობიოს გუფთები და ისე ჩადოთ ბაჟეში. ძალიან გემრიელია, ვისაც ლობიო არ უყვარს, იმათაც მოსწონთ.