Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ცომი- ნახევარ ლიტრ თბილ წყალს დაუმატეთ 10 გრამი საფუარი, 1 კგ ფქვილზე გვესაჭიროება 10 გრამი საფუარი. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ბოლოს ჩავზელთ ზეთით. რაც უფრო დიდხანს მოზელთ ცომს, მიტ უფრო ფუმფულა ცომი გამოვა. 20 წთ მაინც. დააფარეთ თავზე და დავდგათ თბილ ადგილას და ვაცადოთ ამოსვლა
- გულსართი- მოხარშული ლობიო გაატარეთ,დაუმატეთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით. რომ არ დაიფშვნას მირთმევის დროს ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ცალი მოხარშული კარტოფილი ლობიოს. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.
ძალიან კარგია,მეც ასე ვაკეთებ. რაჭაში გულსარში გადამდნარ ღორის მუცლის ქონს ამატებენ. ძალიან უხდება. ჩემო თამრიკო თქვენს ლობიანს რაჭული ვიჩინა მოუხდება გვერდით მიდგმული!
ძალიან დიდი მადლობა ირინა.გაიხარეთ! რაჭული ლობიანიც და ლორიც უგემრიელესია.
ისე კარგად გამოიყურება მარტო რაჭული ვიჩინა აკლია გვერდით