Please follow and like us:
იმერული აჯიკა
ხმები: 5
რეიტინგი: 4.2
You:
Rate this recipe!
Print Recipe
იმერული აჯიკა
ხმები: 5
რეიტინგი: 4.2
You:
Rate this recipe!
Print Recipe
ინსტრუქცია
  1. წვრილად დაჭრილი 6-8 ცალი თეთრი ხახვი მოშუშეთ 200 მლ ზეთში კარგად. ხახვი ძალიან კარგად უნდა მოიშუშოს. საშუალო ცეცხლზე 30-40 წუთის განმავლობაში, ხშირად ურიეთ, არ დაიწვას. 20 წუთის შემდეგ მოაყარეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და განაგრძეთ მოშუშვა. დაუმატეთ შემდეგ თითო-თითო ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი. წითელი პილპილი და მარილი დაუმატეთ გემოვნებით. თუ უფრო მკვეთრი ფერი გნებავთ, ყვითელი ყვავილი შეგიძლიათ 2 ჩაის კოვზი დაუმატოთ.
  2. ცალკე გაატარეთ 300 გრამი ნიგოზი და 2 თავი ნიორი. ცალკე 100 მლ ადუღებული წყალი დაასხით 200 გრამ ტომატ-პასტას და კარგად გახსენით, დაუმატეთ 100 მლ ღვინის ძმარი. წვრილად დაჭერით 1 კონა ქინძი. ყველაფერი დაუმატეთ მოშუშულ ხახვს და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. გაცივდეს და გადაიტანეთ ქილაში. თუ სქელია, შეგიძლიათ ადუღებული წყლით ან თეთრი ღვინით გაათხელოთ. შეინახეთ მაცივარში.
  3. ძალიან გემრიელია. უხდება შემწვარ ხორცს და თევზს. ლობიოს, მჭადს, შემწვარ კარტოფილს, კიტრს, პომიდორს....