Please follow and like us:
ინსტრუქცია
- სამურაბე ბალს პირველ რიგში კურკა უნდა გამოეცალოს ბალს ვათავსებთ ემალირებულ დიდ ჯამში, ვაყრით შაქარს, ვამატებთ ცივ წყალს და დაბალ ცეცხლზე ვდგამთ, პერიოდულად ვურევთ, როცა შაქარი დადნება, შეგვიძლია ცეცხლს აუწიოთ.
- თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ხარშვის დროს , ვანილი. დარიჩინის ჩხირები,.. მე ლიმონის წვენს ვუმატებ ფერისთვის. შეგიძლიათ დაკურკულ ბალში მოათავსოთ მეოთხედი ნიგოზი ან თხილი. ცოტა მუქი ფერის მურაბა გამოდის კაკლით, მაგრამ ძალიან გემრიელია. მე 30-30 წუთის განმავლობაში ვადუღებ. ვრთავ, ვაცივებ და შემდეგ ისევ ვადუღებ. ჯამში 2-2,5 ნახევარი. ცხელი ჩაასხით ქილებში.
ძალიან კარგი რეცეპტია.მადლობა თამრიკოს????
გაიხარეთ. დიდი მადლობა
თეთრი ბალის კურკიანად მოხარშვა შეიძლება?
დიახ,შეიძლება, უბრალოდ მუქი ფერი ექნება
შეიძლება, უბრალოდ მუქი ფერი ექნება
რეცწპტის ბოლო აბზაცი ცოტა გაუგებარია 2-2,5 ნახევარი რას ნიშნავს?
ორი, ორნახევარი საათი გამოდის დუღება
მადლობა..ვცდი აუცილებლად
????????
გაიხარეთ <3