Please follow and like us:
ინსტრუქცია
- ფქვილს დააყარეთ სოდა და აურიეთ ერთმანეთში, ცალკე მიქსერით კარგად ავთქვიფოთ 300 გრამი შაქარი და კვერცხი. 1 კვერცხი და მეორე კვერცხის მხოლოდ გული. 1 კვერცხის ცილა შეინახეთ მაცივარში. ათქვიფეთ 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ვანილი, თაფლი, მაწონი და ზეთი. ათქვეფილი მასა დაუმატეთ ფქვილს და კარგად აურიეთ. ცომი გააბრტყელეთ 1 სმ. სისქეზე და დაჭერით ჭიქით. ცხიმწასმულ ფირფიტაზე გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში. 25-30 წუთის განმავლობაში. ცალკე ვამზადებთ თავზე გადასასმელ მასას- 1 კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ 50 გრ. შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად და ფუნჯით გადაუსვით ცხელ თაფლაკვერებს თავზე.